ამ ვებ გვერდით (www.telecomm1.com) სარგებლობისას, თქვენ ვალდებული ხართ ყურადღებით გაეცნოთ და დაიცვათ ყველა ქვემოთ მოცემული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა და სხვა მომსახურების პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი წესების და პირობების გარდა კონკრეტული მომსახურებ(ებ)ის მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომელთა შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციალურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ზოგად პირობებს.
ოპერატორი - შპს „ტელეკომ 1“, საიდენტიფიკაციო კოდი 405374063;
პორტალი - ტელეკომ 1-ის სპეციალიზებული სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ოპერატორისგან მიიღებს სხვადასხვა მომსახურებებს;
თქვენ - პირი (ფიზიკური პირი; იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი/წარმომადგენელი მოქმედებს) რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით;
პირადი კაბინეტი - მომხმარებლის პირადი სივრცე / ანგარიში, რომლის საშუალებით ხორციელდება სხვადასხვა სახის ოპერაციები;
მომსახურება – ელექტრონული საგადახდო მომსახურება, ოპერატორის საბილინგო მომსახურება;
მიმღები – პირი, ვის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდა;
ჩვენი მიზანია, პორტალის საშუალებით შესაძლებელი გახდეს ოპერატორის საბილინგო ან/და გადახდების სისტემით სარგებლობა ვებგვერდის, კერძოდ www.telecomm1.com მეშვეობით;
ჩვენი პორტალის საშუალებით ვახორციელებთ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, გადახდებს პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო გადარიცხვას (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში;
3. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:
3.1. ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი და შეგიძლიათ მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით საბილინგო ან/და საგადახდო მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
3.2. ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლისას წარმოადგენთ ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
3.3. ვებ-გვერდზე ავტორიზაციისას ინფორმაციის მოწოდება ხდება თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება/ნებართვა;
3.4. ადასტურებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტრანზაქციების ისტორიის შესახებ ვებ-გვერდის ფუნქციონირებისა და სხვა მიზნებისთვის;
3.5. დაიცავთ ავტორიზაციისას თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას. არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი ავტორიზაციისას შექმნილი პირადი კაბინეტის უსაფრთხოების მონაცემებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაცია;
3.6. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას;
3.7. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით საბილინგო ან/და საგადახდო მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
3.8. ადასტურებთ, რომ არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა პირების პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათი ანგარიშების უსაფრთხოების კოდების მოპოვების და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისათვის;
3.9. ადასტურებთ, რომ არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, მათ შორის ისეთ ქმედებებს, როგორიცაა, ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება ან ხელშეწყობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისაკენ მიმართული ქმედებები;
• “www.telecomm1.com” – ზე ავტორიზაცია / რეგისტრაციით თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, გქონდეთ საკუთარი პირადი კაბინეტი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გადაიხადოთ ოპერატორის მომსახურების ან/და პროდუქციის საფასური, შეცვალოთ ან/და შეიძინოთ პაკეტები და მომსახურებები, ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებებით, გააკეთოთ სხვადასხვა სახის ამონაწერები და სხვა;
• ადასტურებთ, რომ გეკუთვნით/ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას იმისათვის, რომ ისარგებლოთ და ნება დაგვრთოთ, რომ გამოვიყენოთ ნებისმიერი თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;
• თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული რეკვიზიტების სისწორესა და სისრულეზე;
• თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ პირადი კაბინეტის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოთ ამ ანგარიშის დაცვა;
• ჩვენ ვალდებულები ვართ მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა თქვენი პირადი კაბინეტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, არ გავხადოთ ანგარიშის უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის;
• ჩვენ არ გავცემთ გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით ონლაინ გადახდების მომსახურება იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ასეთ შემთხვევებში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ მიიღოთ მომსახურება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. შესაბამისად, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ;
• ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
• ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით;
• შესაბამის პირს ან ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას, როგორიცაა მაგალითად: სასამართლო, არბიტრაჟი და სხვა;
• თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან ნებისიმიერი ინფორმაციის მოწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ამგვარ გადაცემაზე თანხმობად;
• ჩვენ უფლება გვაქვს დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
• ჩვენ მიერ თქვენი ავტორიზაციისას, ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და არაპირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
• პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია - წარმოადგენს ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია, მაგალითისთვის: თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ბარათის ნომერი და ვადის გასვლის თარიღი, ავთენტურობის კოდი, ტრანზაქციების ისტორია ან სხვა;
• არაპირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია - წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს;
8.2. აბონენტს, რომელსაც მომსახურების ვადის ამოწურვამდე სურს მომსახურების (სერვისის) შეწყვეტა და ავანსად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
8.2.1. საბანკო ანგარიშიდან ან/და პლასტიკური ბარათიდან (VISA, Mastercard, Amex და სხვა) განხორციელებული ტრანზაქციის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშზე. სხვაობა დაანგარიშდება მომსახურების შეწყვეტის დღის მონაცემებით (მომსახურების დღეების, ბეგარის, საბანკო გადარიცხვის საკომისიოს ჩათვლით).
8.2.2. აბონენტის ან/და გადამხდელის იდენტიფიცირების მიზნით, უნდა დაგვიკავშირდეთ ვებ–გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე. ასევე წარმოგვიდგინოთ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადახდისას გამოყენებული საბანკო საბანკო ანგარიშის ან/და პლასტიკური ბარათის (პირველი და ბოლო 4 ციფრი) მონაცემები.
8.2.3. თანხის უკან დაბრუნება ხდება ოფიციალური ელ. ფოსტით დოკუმენტაციის მიღებიდან და მომსახურების გაუქმებიდან 5-7 სამუშაო დღის ვადაში.
8.2.4. თანხის უკან დაბრუნების დამადასტურებელი შეტყობინება გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.
8.2.5. აბონენტს, "ზოგადი წესები და პირობები"-ს, „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესები“–ს რომელიმე ქვეპუნქტის დარღვევის შედეგად მომსახურების (სერვისის) მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება!
• ზოგად წესებსა და პირობებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება თქვენთან შეთანხმებულად, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე არ განაცხადებთ უარს აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ცვლილებების ამოქმედებამდე, უფლება გაქვთ შეწყვიტოთ ჩვენი მომსახურების გამოყენება დაუყოვნებლივ;
• ჩვენ, ცვლილებებზე თქვენი უარის შემთხვევაში უფლებამოსილი ვართ შევწყვიტოთ მომსახურების მოწოდება ცვლილებების ამოქმედებისთანავე;
• თქვენ არ შეგიძლიათ თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი;
• დავის არსებობის შემთხვევაში მას განიხილავს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
• ზოგადი წესები და პირობები ძალაშია და მოქმედებს რომელიმე მხარის მიერ მისი შეწყვეტის მომენტამდე.