სატარიფო გეგმა
|
A2P 5
62.5 ₾
|
A2P 10
100 ₾
|
A2P 30
225 ₾
|
A2P 100
500 ₾
|
A2P 300
1260 ₾
|
A2P 500
1810 ₾
|
A2P 1000
2500 ₾
|
SMS რაოდენობა |
5000 |
10000 |
30000 |
100000 |
300000 |
500000 |
1000000 |
1 SMS ღირებულება |
0,0125 |
0,01 |
0,0075 |
0,005 |
0,0042 |
0,00362 |
0,0025 |
მოქმედების ვადა |
|
|
|
|
|
|
|
API |
|
|
|
|
|
|
|
|
შეძენა |
შეძენა |
შეძენა |
შეძენა |
შეძენა |
შეძენა |
შეძენა |
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ!
-
თუ თქვენ აგზავნით ქართულენოვან SMS-ს ან თქვენ ლათინური ტექსტი შეცავს 1 სიმბოლოს მაინც ქართულენოვანს (UTF-8) ასეთ შემთხვევაში 1 SMS მოცულობა მცირდება 160 სიმბოლოდან 70 სიმბოლომდე.
-
თუ თქვენ აგზავნით ლათინური ასოებით შეტყობინებას მაგრამ ტექსტი შეიცავს ე.წ. ემოჯი სიმბოლოებს, ასეთ შემთხვევაში 1 SMS მოცულობა მცირდება და უტოლდება ქართული სიმბოლოებით (UTF-8) შიგთავსის შემცველ SMS მოცულობას.
-
ახალი სათაურის რეგისტრაცია ე.წ. Brand Name უნდა შეთანხმდეს ოპერატორთან. სათაურის აქტივაციის პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს არანაკლებ 48 საათისა.
-
ოპერატორი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა ახალი სათაურის რეგისტრაციაზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
-
მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს “ტელეკომ 1”–ის მომსახურება შემდეგ შემთხვევებში: (ა) კანონით აკრძალული საქმიანობის, მომსახურების ან საქონლის სარეკლამოდ. (ბ) რელიგიური შინაარსის მესიჯების გასაგზავნად, (გ) აბორტის ან სასქესო უჯრედების დონაციის სარეკლამოდ, (დ) ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელებისათვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
-
მომხმარებელი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი შეუსაბამოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
-
მომხმარებელი ვალდებულია არ გააგზავნოს ისეთი ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას სახელმწიფო არეულობისკენ ან ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით.
-
გაგზავნილი შეტყობინების შინაარსზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. შეტყობინების სათაურზე ასევე სრულიად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
-
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადრესატების პერსონალური მონაცემების მოპოვება/დამუშავება/გამოყენებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, ასევე, მომხმარებელი პასუხისმგებელია იმავე კანონით გათვალისწინებული ნებართვების/თანხმობების მოპოვებაზე. წინამდებარე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სრული პასუხსიმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.“
-
ოპერატორი მომხმარებლის მიერ განხორციელებულ კამპანიაში მონაწილე აბონენტის ნომრებს და გაგზავნილ ტექსტებს ინახავს მის სისტემაში უვადოდ და ხელმისაწვდომია ოპერატორისთვის.
-
სარეკლამო სახის შეტყობინების გაგზავნისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტექსტი უნდა შეიცავდეს გონივრულ განმარტებას, რომ არასასურველი შეტყობინებების დასაბლოკად შეტყობინების მიმღებმა უნდა გააგზავნოს ნებისმიერი შინაარსის შეტყობინება ნომერზე 91146.
-
ოპერატორი აწარმოებს სიას, რომელშიც აღრიცხულია ყველა ის ნომერი, რომელმაც გამოაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91146. ამ სიას ეწოდება "სტოპ სია“.
-
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით განხორციელებული შეტყობინება უპირობოდ მიდის აბონენტთან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ნომერი „სტოპ სია“-ში და დაბლოკილი აქვს თუ არა ნომერს შეტყობინებების მიღება 91146-ის საშუალებით.
-
მომხმარებლის მიერ უნებართვოდ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სარეკლამო მესიჯების გაგზავნა არღვევს საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, როდესაც აბონენტი SMS NO კოდის აკრების მიუხედავად, კვლავ მიიღებს კონკრეტული მომხმარებლისგან სარეკლამო შეტყობინებებს, ამ მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისათვის.