ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილი (IXP)

ტელეკომ 1–ის ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილთან (IXP) მიერთების პოლიტიკა

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილი (IXP) არის ფიზიკური ლოკაცია, რომლის მეშვეობითაც ქსელური ინფრასტრუქტურის კომპანიები, როგორიცაა ინტერნეტ სერვის პროვაიდერები (ISP), კონტენტის პროვაიდერები (CDN), საკომუნიკაციო სერვისების პროვაიდერები, Cloud სერვისისა და SaaS პროვაიდერები უკავშირდებიან ინტერნეტ ტრაფიკის გასაცვლელად.

ნებისმიერ ქსელურ ოპერატორს შეუძლია მიუერთდეს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილს, თუ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აქვს საკუთარი საჯარო IP მისამართების სივრცე
  • აქვს საკუთარი საჯარო AS ნომერი
  • აქვს საკუთარი ტრანზიტული გატარების ქსელი
  • შეუძლია BGP (Border Gateway Protocol) კონფიგურაცია და გამოყენება

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილთან (IXP) მიერთება არ შემოიფარგლება მხოლოდ კომერციული ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებით. IXP-ში მიერთება შეუძლია კვლევითი და საგანმანათლებლო სფეროს ოპერატორებს, საწარმოებს (მცირე თუ მრავალეროვნული), კონტენტის პროვაიდერებს, კონტენტის მიმწოდებელ ქსელებს, უნივერსიტეტებს, სამაუწყებლო და მედია კომპანიებს და ა.შ. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გქონდეთ ზემოთ აღნიშნული ინტერნეტ რესურსები.

შენიშვნა: ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილთან (IXP) მიერთება ნიშნავს მხოლოდ სხვა დაკავშირებულ ოპერატორებთან წვდომას და არა სრულ ინტერნეტთან კავშირს. მოთხოვნის თანახმად თითოეულ დაკავშირებულ კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი ტრანზიტული გატარების ქსელი.

შპს ტელეკომ 1-ის ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილი (IXP) მდებარეობს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ბათუმი, 6000, ფიროსმანის ქ. 29/26

სერვისები

VoIP ტელეფონი

დეტალურად

ინტერნეტი

დეტალურად

ვირტუალური PBX

დეტალურად

კოლოკაცია

დეტალურად